*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვა საქართველოში ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოს ფუნქციებს ითავსებს

  2011 წლის 1 იანვრიდან ლიტვის საელჩომ საქართველოში ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოს ფუნქციები ლატვიის წარმომადგენლობისაგან გადმოიბარა.

ნატოსა  და საქართველოს წარმომადგენლები, ისევე როგორც სხვა უცხოელი დიპლომატები, დაესწრნენ ამ მოვლენისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ცერემონიას, რომელიც გუშინ თბილისში გაიმართა.

 

მომავალი ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვეცდებით დავეხმაროთ საქართველოს მიუახლოვდეს ნატოში გაწევრიენებას, და  უკეთ გავაცნოთ  ქართველ საზოგადოებას ალიანსის მიზნები და მისწრაფებები“,  განაცხადა ინაუგურაციის ცერემონიაზე ლიტვის ელჩმა იონას პასლაუსკასმა.

 

ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოს მთავარი ამოცანა ნატოს შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მისი საქმიანობის მიმართ ხალხის ცნობიერების გაზრდაა.

 

2011 წელს ლიტველი დიპლომატები საქართველოს რეგიონების შემოვლასა და მთელი ქვეყნის მაშტაბით ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავენ.

 

ასევე, საელჩოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მჭიდროდ ითანამშრომლოს ქართულ მედიასა და საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან და დაეხმაროს მათ ნატო-საქართველოს  თანამშრომლობის სხვადასხვა ინიციატივის მომზადებასა და განხორციელებაში.

 

მანამდე, ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოს ფუნქციებს ლიტვა ბელორუსიასა და მოლდოვეთში ასრულებდა.

 

ლიტვის, როგორც ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოს ახალი სტატუსი საქართველოში 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

 

წყარო:  ლიტვის აელჩო