*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვამ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის 12 ათასი ევრო გამოყო

ლიტვამ წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის 12 ათასი ევროს ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება გამოყო.

ეს დაეხმარება ყველაზე მეტად დაზარალებული ოჯახების კეთილდღეობას და წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციას მოემსახურება. თანხა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე აისახება.

13-14 ივნისს ძლიერმა წვიმამ მდინარე ვერესა და მტკვარის ადიდება გამოიწვია, რომლის შედეგადაც დაზარალდა დედაქალაქი და საცხოვრებელი ადგილები.

2015 წელს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება ლიტვამ სირიას, უკრაინას, მალავის, ვანუატუს ნეპალსა და ებოლას ვირუსის წინააღმდეგ სამუშაოებზე გამოყო.