ლიტვას საუკეთესო ურთიერთობები საქართველოსთან აქვს, ფიქრობენ ლიტვის მცხოვრებლები
2011 წლის 12-14 სექტემბერს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ლიტვის მცხოვრებლების 45.6% ფიქრობს, რომ ლიტვას საუკეთესო ურთიერთობა საქართველოსთან აქვს.
„თქვენი აზრით, რომელ ქვეყანასთან აქვს ამჟამად ლიტვას ყველაზე კარგი ურთიერთობა?“ (ციფრები მოცემულია პროცენტებში).
საქართველო 45.6 ლატვია 12,2 ესტონეთი 9.8 ნორვეგია 6.2 ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო 5.6 შვედეთი 4.0 აშშ 3.2 ფინეთი 2.6 უკრაინა 2.2 პოლონეთი 1.8 დანია 1.6 გერმანია 1.2 ბელორუსი 1.0 რუსეთი 0.2 სხვა 0.8 ლიტვას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ყველა ქვეყანასთან 1.4 არ ვიცი 0.6
წყარო: ჟურნალ „Veidas“-ის დაკვეთით გამოკითხვა ჩაატარა ბაზრის კვლევისა და კონსულტაციის კომპანია „Prime consulting“-მა. გამოკითხვაში ლიტვის ყველაზე დიდი ქალაქებიდან მონაწილეობა 500-მა ადამიანმა მიიღო.