*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტველები პოეტ იუსტინას მარსინკევიჩიუსს პატივს მიაგებენ

  ზამთრის ყინვის მიუხედავად, ათასობით ადამიანმა ვილნიუსის მეცნიერებათა აკადემიასთან მოიყარა თავი და  რიგში ჩადგა, რათა ეროვნული ლიტველი პოეტისათვის იუსტინას მარსინკევიჩიუსთვის პატივი მიეგო.   პოეტი გასულ ოთხშაბათს შარშან მიღებული მძიმე ტრამვის შედეგად გარდაიცვალა.

მარსინკევიჩიუსის ხანგრძლივი და გამორჩეული ურთიერთობა ლიტვურ ლიტერატურასთან 1950-იან  წლებში დაიწყო. მან   ლიტვურ პოეზიაში ნეო-რომანტიკული ტრადიციის გასაგრძელებლად საკუთარი გზა იპოვა და ბევრს მშობლიური ფესვებისადმი დაბრუნება შთააგონა. თავის ნაშრომებში მარსინკევიჩიუსი ლიტვის ეროვნულ ცნობიერებას იცავდა, ლიტერატურის ესთეტიკურ ფასეულობას უჭერდა მხარს და წინ ჰუმანისტურ იდეალებს აყენებდა.

 

მარსინკევიჩიუსმა ყველაზე დიდი წვლილი ლიტვურ ლიტერატურასა და თეატრში თავისი ტრილოგიითმინდაუგასი- საკათედრო ტაძარი-მაჟვიდასიშეიტანა. ეს მნიშვნელოვანი ნაწარმოებში ლიტვური სახელმწიფოს შექმნისა და გაერთიანების მტკივნეულ სირთულეებს ასახავს, მათ შორის ურთიერთკავშირს ტრადიციასა და ცვლილებების საჭიროებას შორის. ლიტვური ენის შენარჩუნების ღია მოწოდებით, ამ ტრილოგიამ საბჭოთა ოკუპაციის დროს  ლიტველი ერის ეროვნული გრძნობები გააძლიერა და ხელი შეუწყო  საზოგადო ინტერესის გაღვივებას ლიტვური ენისა და ისტორიის მიმართ.

 

მარსინკევიჩიუსი საბჭოთა ტოტალიტარიზმის ყველაზე მძიმე პერიოდში მოღვაწეობდა. ამიტომაც მისი ნაშრომების უმეტესობა გამორჩეულად მეტაფორული სიტყვებით ხასიათდება. მისი ზოგიერთი ნაწარმოების ქართული თარგმანი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

პოეტს დღეს ვილნიუსის ანტაკალნის სასაფლაოზე ადგილობრივი დროით 3 საათზე დაკრძალავენ.

 

წყარო: ლიტვის საელჩო