ლიტველი და ქართველი ბიზნესქალბატონები ბიზნეს გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ
10 ნოემბერს საქართველოს სავაჭრო პალატაში ლიტველი და ქართველის ბიზნესქალბატონების ბიზნეს ფორუმი ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის, კვლევის განვითარების ცენტრისა და ლიტვური კომპანიის „პერსპექტიული პროექტი“ ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის იდეა ქართველი და ლიტველი ბიზნესქალბატონების ურთიერთობების გაღრმავება, ახალი კონტაქტების შეძენა, ქალთა უმუშევრობის პრობლემების გადაჭრა, გენდერული ბალანსის ხელისშეწყობა იყო. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელისუფლებო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები.
