ლიტველი გოგოები მსოფლიოში ყველაზე ლამაზთა სიაში მოხვდნენ
ორი ლიტველი გოგონა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ მოდელთა 50-ეულთა სიაში მოხვდა, იუწყება ვებ გვერდი www.models.com.
22 წლის ედიტა ვილკევიჩიუტემ კაუნასიდან მე-17 ადგილი აიღო. გასულ წელს მან წარმატებულად ითანამშრომლა მოდის ისეთ სახლებთან, როგორებიცაა Calvin Klein, Massimo Dutti, Giorgio Armani და სხვა.
ამავე დროს, იულია სტეპონავიჩიუტე ქალაქ მაჟეიკიაიდან 47 ადგილზე გავიდა. ცოტა ხნის წინ მან Balenciaga-ს 2010 წლის შემოდგომა/ზამთრის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობ. 17 წლის იულია ახლა პირველ ნაბიჯებს დგამს მოდის სამყაროში და მას წარმატებული კარიერა ელოდება, აღნიშნავენ ექსპერტები.
ვილკევიჩიუტე და სტეპონავიჩიუტე არ არიან ერთადერთი ლიტველი გოგოები, ვისი სახელებიც მსოფლიო მოდის სამყაროში ჟღერს.
როგორც არ უნდა იყოს, მათი მსოფლიოს ყველაზე ლამაზ მოდელთა 50-ეულის სიაში მოხვედრა კიდევ ერთხელ ამტკიცებს ძველ ლიტვურ ჭეშმარიტებას, რომელიც 2006 წლის ევროვიზიის მონაწილე ჯგუფ Inculto-ს სიტყვებით, როგორც „ლამაზი ქალბატონების სამფლობელო“ ჟღერს.
წყარო: ლიტვის საელჩო, lrytas.lt, models.com