ლიტველმა ექიმებმა ქართველ გოგოს მხედველობა შეუნარჩუნეს
შორეული ქვეყანა, რომელსაც მზე ნაკლებად ანებივრებს და რომელიც ადამიანური გულკეთილობით გამოირჩევა. ამ ქვეყნის ექიმებს სასწაულების მოხდენა და მხედველობის აღდგენა შეუძლიათ. ასეთი წარმოდგენა ლიტვაზე თეა ქანთარიასა და ვალერიან ხიზანიშვილის გონებაში ჩაიბეჭდა, იტყობინება ლიტვის ყველაზე მაშტაბური ყოველდღიური გაზეთი “Lietuvos rytas”. იანვარში ვიულნისში თეასა და ვალერის 3 თვის ქალიშვილს, ნუკის თვალზე ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა, რითაც მას მხედველობა შეუნარჩუნდა. ინგლისურის მასწავლებელს, თეა ქანთარიასა და მის მეუღლეს, მხატვარ ვალერიან ხიზანიშვილს სიხარულის ცრემლები სდიოდათ, როცა გასული წლის 13 ნოემბერს მათ ქალიშვილი შეეძინათ. თუმცა პატარა ნუკი ნაადრევად, ფეხმძიმობის მეექვსე თვეს დაიბადა.
2 თვისას ექიმმა ზაზა ხოტენაშვილმა ბავშვს რეტინოპათიის (მალულად შემპარავი ავადმყოფობა, რომელსაც შეუძლია მხედველობის სრული დაკარგვა გამოიწვიოს) დიაგნოზი დაუდგინა.
საქართველოში არცერთ საავადმყოფოს არ გააჩნია საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ნაადრევად გაჩენილ ჩვილებში რეტინოპათიის მკურნალობა. მხოლოდ გასულ დეკემბერს, საქართველოში ლიტვის საელჩოს ინიციატივით, იაპონიის მთავრობამ მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოსთვის თვალის ოპერაციისთვის საჭირო ლაზერული აღჭურვილობის შესაძენად 85.680 ამერიკული დოლარის ოდენობის გრანტი გამოყო.
როგორც კი რეტინოპათია იწყებს განვითარებას, ბავშვის ოპერირება 72 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს.
ექიმმა ხოტენაშვილმა ნუკის მშობლებს სამკურნალოდ რაც შეიძლება მალე ვილნიუსში გამგზავრება ურჩია. თავდაპირველად, ოჯახმა ეს იდეა არ გაიზიარა - მათ არ ჰყავდათ ნაცნობ-მეგობრები ქალაქში, სადაც არასოდეს ყოფილან.
„არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ცოცხალ-მკვდარი ვიყავი. მაგრამ ექიმ რასა ბაგდონიენესთან სატელეფონო საუბარმა დამაწყნარა“, იხსენებს 29 წლის თეა ქანთარია.
ვილნიუსში ჩასასვლელად საჭირო იყო შენგენის ვიზა, რაც ასევე დაბრკოლებას წარმოადგენდა. დრო არ ითმენდა.
ლიტვის საელჩომ საქართველოში ოჯახს დახმარების ხელი გამოუწოდა და ვიზის გაცემა ერთ დღეში მოახერხა.
ოჯახი ვილნიუსში 29 იანვარს ჩავიდა და პირდაპირ აეროპორტიდან გადაყვანილ იქნა ვილნიუსის უნივერსიტეტის ბავშვთა საავადმყოფოში, სადაც ჩატარდა კიდეც ოპერაცია.
დღეს ნუკი ერთ-ერთი იმ 500 ნაადრევად გაჩენილ ჩვილთაგანია, ვისი მხედველობის შენარჩუნება ექიმების რასა ბაგდონიენესა და რასა სირტაუტიენეს წყალობით მოხდა.
თვალის ოპერაციები რეტინოპათიაზე ლიტვაში 1994 წლიდან ტარდება. ვილნიუსი პოსტ-საბჭოთა ტერიტორიაზე პირველი ქალაქი იყო, სადაც მკურნალობის ამ მეთოდს მიმართეს.
“თავიდან წარმოდგენა არ გვქონდა როგორ ჩნდება რეტიოპათია, ამიტომაც უამრავი ფოტო მასალა შევაგროვეთ, რომელიც საერთაშორისო კონფერენციაზე წარვადგინეთ და სხვა სპეციალისტებთან მკურნალობის მეთოდებზე კონსულტაციები ჩავატარეთ,“ იხსენებს ექიმი ბაგდონიენე.
ახლა ლიტველი ექიმები გამოცდილებას არამარტო მეზობელი ქვეყნების, არამედ საქართველოს თვალის დაავადებათა სპეციალისტებსაც უზიარებენ.
ექ. ბაგდონიენეს და ექ. სირტაუტიენეს სიბრმავის პრევენციის მეთოდების დანერგვაში ლიტვის სამეცნიორო ჯილდო გადაეცათ.
ნაადრევად გაჩენილი ჩვილების რეტინოპათიისადმი მიძღვნილი პირველი მსოფლიო კონგრესი 2006 წელს ვილნიუსში მათი ინიციატივით გაიმართა. რეტინოპათია ჩვილ ბავშვებში მხედველობის დაკარგვის მთავარი მიზეზია.
ჩვეულებრივ, ბავშვი ორსულობის 39-40 კვირას იბადება, მაგრამ ჩვილთა მზარდი რაოდენობა ამ ქვეყანას ნაადრევად, 26- 28 კვირაზე ევლინება.
ნაადრევად დაბადებულებში თვალის სისხლძარღვები კარგად განვითარებული არ არის. როდესაც ასეთი ბავშვი იბადება, სისხლძარღვების არასწორი მიმართულებით განვითარების რისკი ძალზედ მაღალია. ახლო მდებარე დამაკავშირებელი ქსოვილი შესაძლებელია უფრო სწრაფად განვითარდეს და თვალის კაკლის შიდა მხარე ამოავსოს, რაც ბადურის განცალკევებას გამოიწვევს. შედეგად კი ბავშვი მხედველობას სამუდამოდ დაკარგავს.
რეტინოპათიის დადგენა დაბადებისთანავე ძალიან რთულია. ავადმყოფობა ჩვეულებრივ თავს იჩენს ბავშვის სიცოცხლის მეორე ან მესამე თვეს. ამიტომაც, ნაადრევად გაჩენილი ბავშვები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ
ელ-ფოსტა [email protected]; საკონსულო საკითხები: consul.ge@mfa.lt
ვრცლად