ლიტველთა 70% ევროკავშირის წევრობას მხარს უჭერს
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო დროის გამოკითხვის მიხედვით ლიტვის მოქალაქეების უმეტესობა ევროკავშირში თავისი ქვეყნის წევრობას მხარს უჭერს. მხარდამჭერთა საშუალო რაოდენობა მოსახლეობის 70%-ს შეადგენს და ეს ციფრი არ მცირდება. ექვსი თვის წინ ჩატარებული მსგავსი კვლევის შედეგად გამოკითხულთა 71%-ი ევროკავშირში ლიტვის წევრობას უჭერდა მხარს. 2004 წლიდან მომხრეთა ეს რაოდენობა უცვლელი რჩება.
გამოკითხვა ვილმორუსის საზოგადოებრივი აზრისა და მარკირების კვლევითმა ცენტრმა 2010 წლის 3-12 დეკემბერს ჩაატარა. კვლევის შედეგად ლიტვის 17 ქალაქსა და 51 სოფელში 1003 მოქალაქე იქნა გამოკითხული.
გამოკითხვა ევროპული სოციალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ლიტვის ევროკავშირში საქმიანობის სისტემის ეფექტურობის გაზრდის„ ფარგლებში განხორციელდა.
წყარო: ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო