ლიტვის ადგილობრივ არჩევნებზე სოციალ დემოკრატები ლიდერობენ, მათ მმართველი კონსერვატიული პარტ
2011 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციურმა სოციალ დემოკრატიულმა პარტიამ თავისი პოზიციები ოდნავ გაამყარა, ასეთია საარჩევნო უბნების 95%-ის წინასწარი მონაცემები. საერთო ჯამში, სოციალ დემოკრატებმა ხმათა 16.6% დააგროვეს, მაშინ როცა მმართველმა „სამშობლოს კავშირი“- ლიტვის ქრისტიან დემოკრატიულმა პარტიამ 14.5%.
2007 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, სოციალ დემოკრატებმა საერთო ხმათა 16.3%, ხოლო „სამშობლოს კავშირმა“- 17.1% მიიღო. ოთხი წლის წინ ქრისტიან დემოკრატები არჩევნებში ცალკე სიით მონაწილეობდნენ და ხმების 5.1% დააგროვეს, შესაბამისად“სამშობლოს კავშირი“- ქრისტიან დემოკრატების საერთო რეიტინგი 22.2%-ს შეადგენდა.
წინასწარი მონაცემებით სოციალურ დემოკრატიული პარტია მუნიციპალიტეტში 326 მანდატს მიიღებს, ხოლო “სამშობლოს კავშირი“- ქრისტიან დემოკრატები- 248-ს.
მესამე ადგილზე ლეიბორისტული პარტიაა საერთო ხმების 9.99% -ით (164 მანდატი), მას მოსდევს „წესრიგისა და სამართლის პარტია“ 8.6%-ით (156 მანდატი).
არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგები 6 მარტისთვის გახდება ცნობილი.
წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია, BNS, delfi.lt