*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვის, ბულგარეთის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყურადება გაამ

17 სექტემბერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი ბულგარეთის, ჩეხეთისა და ლატვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ეწვია ევროკავშირის მონიტორინგის წარმომადგენლობას (EUMM) საქართველოში. მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს მისიის მიერ „დაძაბულობის განმუხტვის“ მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს, რომ წამომადგნელობამ უნდა განაგრძოს მუშაობა ამ სფეროში.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მონიტორინგის წარმომადგენლობა ხუთი წლის მანძილზე ახორციელებს თავის მანდატს, იგივე დამოკიდებულება რუსეთის ვალდებულებების შესრულებისადმი კვლავ ძალაში რჩება. ამ დრომდე EUMM-ს არ შეეძლო თავისი მოვალეობების სრულად შესრულება, რადგანაც ხელი არ მიუწვდებოდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,“ განაცხადა აჟუბალისმა.

წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ანდრზეი ტისზკიევიჩმა მინისტრებს EUMM-ის საქმიანობა და გამოწვევები გააცნო.

მინისტრებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს მოძრაობისა და კომუნიკაციის თავისუფლების მნიშვნელობას. ყურადღება მიექცა იმ ფაქტს, რომ ხუთივე მინისტრი, რომელიც ერთად ესტუმრა საქართველოს, იმ ქვეყნების წარმომადგენელი იყო, რომლებმაც სტატუსად მათ ტერიტორიაზე მოგზაურობის ნეიტრალური სამოგზაურო დოკუმენტი მიიღეს.

ქვეყნები არა მხოლოდ პოლიტიკურად უჭერენ მხარს წარმომადგენლობას. ლიტვამ  ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საქართველოში ოთხი წარმომადგენელი დელეგატად გაუზავნა.

ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო