*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დავით ბაქრაძეს შეხვდა

11 აგვისტოს ლიტვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძეს შეხვდა.

ლიტვის ელჩმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და განაცხადა, რომ ლიტვა რჩება საქართველოს მტკიცე პარტნიორად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე., ლიტვა მზად არის გაუზიაროს საქართველოს მისი გამოცდილევბა. ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის თვალსაზრისით ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებებით მიღებულ სარგებელსა და შესაძლებლობებზე.