ლიტვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის წევრებს შეხვდა
17 სექტემბერს ლიტვის რესპუბლიკის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც უნივერსიტეტის რექტორს ვლადიმერ პაპავასა და ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის წევრებს შეხვდა.
დისკუსიის დროს ელჩმა მომავალ დიპლომატებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებში ლიტვის გამოცდილება გაუზიარა. ელჩი ასევე მოხარული დარჩა იმ ფაქტით, რომ სტუდენტები აქტიურად არიან დაინტერესებულნი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის აქტუალიებით.
ლიტვის ელჩს გიედრიუს პუოჯუნასს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის საპატიო წევრის სახელი მიენიჭა.