ლიტვის ელჩი კონფლიქტური ზონიდან დევნილ ბავშვებს შეხვდა
23 ოქტომბერს, ლიტვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი აფხაზეთიდან და ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრაში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილიც მონაწილეობდა.
მოსწავლეები ლიტვაში განათლებისა და გაცვლითი პროგრამებით, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებით და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებით დაინტერესდნენ.
საელჩოში ორგანიზებულ შეხვედრას აფხაზეთიდან 12, ხოლო სამხრეთ ოსეთიდან 10 დევნილი მოსწავლე დაესწრო.