*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვის ელჩი საქართველოს ახალ პრემიერ მინისტრს შეხვდა

18 იანვარს ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.

კვირიკაშვილის კანდიდატურა პარლამენტმა  2015 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა. გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნების მომავალი თავმჯდომარეა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ლიტვის ელჩს  მეგობრობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის. შეხვედრის დროს აგრეთვე ხაზი გაესვა მნიშვნელოვან წინსვლას ვიზის ლივერალიზაციის თვალსაზრისით. განხილული იქნა  ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების განხორციელება და ექსპორტის პირველი დადებითი მაჩვენებლები. მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და პროექტ „ვიკინგის“ მნიშვნელობის შესახებ. აგრეთვე აღინიშნა, რომ აუცილებელია გამოყენებულ იქნას ორივე ქვეყნის სტრატეგიული სატრანზიტო შესაძლებლობები, რომელიც აზიასა და ევროპას დააკავშირებს.