*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვის ელჩი საქართველოს დიპლომატიურ აკადემიას სტუმრობს

  ოთხშაბათს ლიტვის ელჩი საქართველოში, იონას პასლაუსკასი საქართველოს დიპლომატიურ აკადემიას ესტუმრა, სადაც მან წაიკითხა ლექცია თემაზე „ლიტვის საგარეო პოლიტიკა“.   შეხვედრაზე იმსჯელეს ლიტვის საგარეო პოლიტიკის მიზნებზე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციით მიღებულ გამოცდილებასა და, ასევე, ლიტვა-საქართველოს თანამშრომლობაზე.

ლექციის დასრულების შემდეგ ბატონმა ელჩმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

 

საქართველოს დიპლომატიური აკადემია 1995 წელს  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს პარტნიორობით დაარსდა. დღეს ის არის კერძო, არა-კომერციული დაწესებულება, რომელიც საზოგადოებრივი მართვის სპეციალისტებს ამზადებს.

 

წყარო: ლიტვის საელჩო