ლიტვის ელჩი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
დღეს, 7 აგვისტოს ლიტვის ელჩი გიუდრიუს პუოჯუნასი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული ურთიერთობები და რეგიონში არსებული სიტუაცია, ასევე პარლამენტებს შორის ურთიერთობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.