ლიტვის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა მონაწილეობა მიიღო ალბომის "საქართველოს ანგელოზის თვალით" პრეზენტაციაში
დღეს ელჩმა, გიედრიუს პუოჯუნასი თბილისში არსებულ ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრში იმყოფებოდა. ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც ლიტვური ენის შესწავლით არიან დაიტერესებულნი, ასევე ცენტრის ხელმძღვანელთან ვიდას კავალიაუსკასთან და ლიტვის მეგობრებთან შეხვედრისას ფოტოგრაფმა ვინგაუდას ვასილიაუსკასმა მისი ახალი ალბომი "საქართველო ანგელოზის თვალით" წარმოადგინა.
ალბომში თავმოყრილი ფოტოები საქართველოს ულამაზეს ბუნებას, კულტურულ გადმონაშთს, არქიტექტურულ ძეგლებსა და ჩიტის ფრენით გადაღებულ ხედებს აღწერს. ალბომი გამოშვებულია ოთხ ენაზე. ელჩმა მიულოცა ავტორს ალბომის პრეზენტაცია და მადლობა გადაუხადა შესანიშნავი ინიციატივისათვის.