*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვის ელჩმა იონას პასლაუსკასმა ქართველ ხალხს დამდეგი შობა-ახალი წელი ტელევიზიით მიულოცა

2013 წ. 15 დეკემბერს ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, იონას პასლაუსკასმა, ისრაელისა და გერმანიის ელჩებთან ერთად, ასევე იტალიის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად მონაწილეობა მიიღო გადაცემა „ეტალონის“ გადაღებაში. გადაცემაში ერთმანეთს თბილისის საკრებულოს წევრები ეჯიბრებოდნენ. გამარჯვებულს „2013 წლის ყველაზე იღბლიანის ეტალონი“-ს წოდება მიენიჭა.  

გადაცემა „ეტალონი“ ეს  ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროგრამაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ცოდნის პოპულარიზაციას, გამოავლინოს და წაახალისოს ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები. ლიტვის ელჩმა, იონას პასლაუსკასმა ქართველ ხალხს ტელევიზიით ლიტვურ და ქართულ ენებზე  მოახლოვებული დღესასწაულები მიულოცა და წარმატებული და ნაყოფიერი ახალი წელი უსურვა. გადაცემა ეთერში 2014 წ. იანვრის დასაწყისში გავა.