*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვის ელჩმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

დღეს, 3 აგვისტოს ლიტვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოს მუდმივი თანადგომისათვის და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მეგობრულ და თბილ ურთიერთობებს.

ლიტვა საქართველოსთვის ყოველთვის იყო სამაგალითო ქვეყანა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია ლიტვის გამოცდილება ქვეყნის ეკონომიკური რეფორმის გასატარებლად, სოფლის მეურნეობის განახლების, სოციალური და საგანმანათლებლო სისტემის გასაუმჯობესებლად.

ელჩის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ ეს პირველი ფორმალური შეხვედრა იყო.