ლიტვის ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
დღეს, 24 ივლისს, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასაცა.
სიგელების გადაცემის შემდეგ შემდგარი საუბრის დროს მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ თბილ და მეგობრულ ურთიერთობებს, განიხილეს პარტნიორობის გაძლიერების შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლიტვას მუდმივი მხარდაჭერისათვის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკრი ინტეგრაციის გზაზე.
გიედრიუს პუოჯუნასი ლიტვის მეოთხე რეზიდენტი ელჩია.თბილისში.
ლიტვასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბერს დამყარდ