ლიტვის მოსახლეობა მხოლოდ 3.2 მილიონია
ლიტვის სტატისტიკის ცენტრის წინასწარი მონაცემებით, 2010 წელს ლიტვის მოსახლოება 84.5 ათასით შემცირდა (2.5%) და მხოლოდ 3.2 მილიონი შეადგინა. 2010 წლის დასაწყისში ლიტვის მოსახლეობა 3.3 მილიონს, 2000-ში 3.5 მილიონს, ხოლო 1989 წელს 3.7 მილიონს აღწევდა.
მოსახლეობის კლების მთავარი მიზეზი ემიგრაცია გახდა (დარეგისტრირებული შემთხვევების 92.7%). ლიტვიდან წასვლის შესახებ 2010 წელს 83.5 ათასმა მოქალაქემ განახცხადა, რაც 2009 წელთან შედარებით 3.8-ჯერ მეტია.
გასულ წელს ყველაზე მიმზიდველი ადგილები ლიტველთათვის დიდი ბრიტანეთი და ირლანდია გახდა. შარშან ყოველი მეორე ემიგრანტი ლიტვიდან დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, ამავდროულად 16%-მა არჩევანი ირლანდიაზე შეაჩერა; დაახლოებით 6%-მა კი ნორვეგიას მიაშურა.
ყოველი მეორე გადასახლებული პირის ასაკი 20-დან 34 წლამდე მერყეობდა.
მოსახლეობის ზრდის შეჩერების სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი შობადობის მაჩვენებლის დაცემაა. 2010 წელს ლიტვაში 35.9 ათასი ბავშვი დაიბადა, რაც 2009 წელთან შედარებით 734-ით ნაკლებია.
საშუალოდ ყოველი მესამე ბავშვი არადაქორწინებულ წყვილებზე მოდის.
2011 წლის მოსახლეობის აღწერა, რომელიც მომავალ კვირას დაიწყება, ლიტვის მოსახლეობის უფრო ზუსტ სურათს წარმოაჩენს. პირველი წინასწარი მონაცემები ამა წლის სექტემბერში გამოქვეყნდება.
წყარო: delfi.lt, ლიტვის სტატისტიკის დეპარტამენტი