*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვის პარლამენტი 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს ამტკიცებს

დღეს ლიტვის პარლამენტმა 73 ხმით 56-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა 2011 წლის ახალ სახელმწიფო ბიუჯეტს. ხმის მიცემის დროს პარლამენტის შვიდმა წევრმა კენჭისყრისაგან თავი შეიკავა.   2011 წლის დაგეგმილი ეროვნული საბიუჯეტო შემოსავალი 20.008 მილიარდ ლიტვურ ლიტას (ევროკავშირის სახსრების გამოკლებით) და 26.930 მილიარდ ლიტვურ ლიტას (ევროკავშირის სახსრებისა და სხვა საერთაშორისო დაფინანსებების ჩათვლით) შეადგენს.

საბიუჯეტო დანახარჯები  22.468 მილიარდ ლიტვურ ლიტას (ევროკავშირის სახსრების გამოკლებით) და 29.344 მილიარდ ლიტვურ ლიტას (ევროკავშირის სახსრების ჩათვლით) მიაღწევს.

 

მომავალი წლის სახელმწიფო საბიუჯეტო დეფიციტი 2.4 მილიარდ ლიტვურ ლიტას,  ხოლო საერთო ფინანსური დეფიციტი - მთლიანი შიდა პროდუქტის 5, 8 %- გაუტოლდება.

 

გადასახადები მთლიანი საბიუჯეტო შემოსავლის დაახლოებით 75%- დაიკავებს (ევროკავშირის სახსრების გამოკლებით) და 15.008 მილიარდ ლიტვურ ლიტას შეადგენს.

 

მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტში კერძო საშემოსავლო გადასახადების სახით 1,407 მილიარდი, ხოლო კორპორატიული გადასახადების სახით 1,178 მილიარდი  ლიტვური ლიტა შემოვა. ასევე, მთავრობა  დამატებითი ღირებულების გადასახადიდან  8,259 მილიარდი, ხოლო აქციზიდან 3,576 მილიარდი ლიტვური ლიტას  შეგროვებას ვარაუდობს.

 

2002 წლიდან  1 ევრო 3,4528 ლიტვურ ლიტას შეადგენს.

 

პარლამენტის მიერ მიღებულ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე პრეზიდენტს  ხელი ჯერ არ მოუწერია.

 

წყარო: delfi.lt, BNS, lrytas.lt