*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვის პირველი კანონმდებლობა ბათუმის კონსტიტუციონალიზმის ცენტრში გამოიფინება

ბათუმში მდებარე კონსტიტუციონალიზმის ცენტრი, ამჟამად, თავის სტუმრებს 1529 წელს გამოცემულ ლიტვის პირველ საკანონმდებლო წესდებას გააცნობს. ლიტვის საელჩომ საქართველოში ცენტრს კანონმდებლობის ფოტო ასლი და, ასევე, ლიტვის კონსტიტუციების კრებული მიაწოდა.   ეს ფასეული გამოცემები ხელმისაწვდომი ლიტვის კონსტიტუციური სასამართლოსა და ვილნიუსის უნივერსიტეტის დახმარები გახდა.

 იმედი გვაქვს, რომ ცენტრის ჰოლში გამოფენილი ლიტვის კონსტიტუციების სრული სპექტრი დაეხმარება სტუმრებს უკეთ გაიგონ ჩვენი ქვეყნის რთული ისტორია, ლიტვური სახელმწიფოებრივობის აღმავლობისა და დაცემის პერიოდები“, აღნიშნა ამ კვირას  გამართულ ფოტოასლების გადაცემის ცერემონიაზე ლიტვის ელჩმა იონას პასლაუსკასმა.

 

ლიტვის პირველ კანონმდებლობასთან ერთად, კონსტიტუციონალიზმის ცენტრს, გადაეცა 1791 წლის კონსტიტუციის (.. 3 მაისის კონსტიტუცია) ასლიც, რომელიც ევროპაში პირველ ნაწერ კონსტიტუციად ითვლება, ასევე, ომთაშორის მიღებული სამი კონსტიტუციისა და ლიტვის რესპუბლიკის უახლესი 1992 წელს მიღებული კონსტიტუციის ასლები.

 

ეს გამოცემები მუდმივად გამოიფინება ბათუმში, სადაც საქართველოს კონსტიტუციური სასამართლოა განლაგებული.

 

კონსტიტუციონალიზმის ცენტრი სასამართლოს მეზობლად რამოდენიმე კვირის წინ გაიხსნა. ცენტრის მიზანია წარმოაჩინოს კონსტიტუციანალიზმისა და სამართლის ნორმების იდეალები, შესთავაზოს ბავშვებსა და სტუდენტებს ლექციები სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ კონსტიტუციურ ტრადიციებზე და ფართო მასებს კონსტიტუციონალიზმის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდოს.

 

წყარო: ლიტვის საელჩო