*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვის რესპუბლიკის ევროკავშირის პრეზიდენტობა საქართველოში ოფიციალურად დასრულდა

26 დეკემბერს, ლიტვის საელჩომ საქართველოში, ლიტვის ევროკავშირის პრეზიდენტობა ოფიციალურად დაასრულა. მიღება ლიტვის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.

პრეზიდენტობის დახურვისადმი მიძღვნილ მიღებას  საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი ა. პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დ. ზალკალიანი და სხვა  ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები და ელჩები ესწრებოდნენ. ლიტვის ელჩმა, ი. პასლაუსკასმა დამსწრე საზოგადოებას  ვილნიუსის სამიტზე მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ 2014 წ. საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე დიდ წარმატებებს მიაღწევს. ელჩმა ქართველ ხალხს დემოკრატიის გზაზე მყარად დგომა უსურვა.