ლიტვის რესპუბლიკის საელჩო აცხადებს განმეორებით აუქციონს ავტომობილ TOYOTA LAND CRUISER PRADO გასაყიდად
ლიტვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში აცხადებს განმეორებით აუქციონს ავტომობილ TOYOTA LAND CRUISER PRADO გასაყიდად.
აუქციონი გაიმართება 2 დეკემბერს, ლიტვის საელჩოს შენობაში მისამართზე, თ. აბულაძის ქ. 25
რეგისტრაციის დრო: 9:00-9:50
აუქციონის დასაწყისი: 10:00
გაცნობებთ, რომ ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს კანცლერის 2010 წ. 7 ივლისის ბრძანების საჯარო აუქციონის შესახებ 34 მუხლის თანახმად, განმეორებითი აუქციონის შემთხვევაში აუქციონზე გამოტანილი ქონების ფასი მცირდება 30% -ით.
განმეორებითი აუქციონის დროს გამოტანილი ქონების (ავტომობილის) საწყისი ფასი შეადგენს 5,600 ევროს.
ინფორმაცია.
|
მუბუქი ავტომობილი TOYOTA LAND CRUISER PRADO გამოშვების წელი: 2004 ტექნიკური დახასიათება: ძრავის მოცულობა - 2700; საწვავის ტიპი - ბენზინი; გადაცემათა კოლოფი - ავტომატური; ნაჭრის სალონი. ფერი: ვერცხლისფერი გარბენი: 211407 კმ დეფექტები: აღენიშნება ექსპლუატაციის ნიშნები განაკაწრების, ნაფხაჭნების და საღებავის დაზიანების სახით. ავტომანქანას წინა საქარე მინაზე აქვს უმნიშვნელო, პატარა ბზარი, წინა ბამპერის მარჯვენა კუთხეზე აქვს დაზიანებული საღებავი, ასევე უკანა მარცხენა ფრთაზე დაზიანებული აქვს საღებავი (არის მსუბუქად გასმული). ავტომანქანას შეკეთებული აქვს ძრავი, რომელიც იყო დაზიანებული გადახურების შედეგად. საწყისი ფასი: 5,600 ევრო შენიშვნა*: ავტომანქანა არ არის განბაჟებული. |
საკონტაქტო პირი:
გვანცა კეშელავა
ელჩის თანაშემწე
ელ-ფოსტა: Gvantsa.keshelava@urm.lt
ტელეფონის ნომერი: +995 593 93 13 70