*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ დისკუსია გამართა

18 დეკემბერს, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პარალელურად, თბილისში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს დაფინანსებითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „GRASS”-ის ორგანიზებით აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის მიერ შემუშავებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. დისკუსია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ სიტუაციას, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ პირდაპირ აგრესიას და ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პოზიციების შესახებ გაიმართა. 

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის კვლევის ცენტრის პოლიტიკური ანალიზის განყოფილების უფროსი დოქ. ლაურინას კასჩიუნასია, რომელმაც მისი ყურადღება ევროკავშირის გაფართოებაზე და წევრი ქვეყნების პოზიციაზე გაამახვილა.

ელჩმა, იონას პასლაუსკასმა საკუთარ კომენტარებში ხაზი გაუსვა პარტნიორების მიერ მიღწეულ პროგრესს, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და აღნიშნა, რომ ახლა აუცილებელია ახალი გზებისა და საშუალებების ძიება, რათა მოხდეს პარტნიორი ქვეყნების გამხნევება, მათ გვერდში დგომა ევროპის გზაზე, ევროკავშირს ერთობის მნიშვნელობა და აღმოსავლეთ პარტნიოროების საკითხის შენარჩუნება ევროკავშირის პოლიტიკურ დღისწესრიგში.

გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა ყურადღება რეფორმებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რეფორმების გატარება არ უნდა ეყრდნობოდეს ევროკავშირის პირობებსა და მოთხოვნებს. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ უპირველეს ყოვლისა რეფორმები მათთვის არის სასარგებლო.

შედგა შეთანხმება, რომ დისკუსია მომავალშიც გაიმართება რადგან საკითხები არის აქტუალური და აზრების ურთიერთგაცვლა არის აუცილებელი არა მხოლოდ აკადემიური საზოგადოებისათვის, არამედ პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის.

მრგვალი მაგიდის დისკუსია დაფინანსება მოხდა ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.