ლიტვის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში საზეიმო ღონისძიება გამართა
5 ივლისს ლიტვის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოსში სახელმწიფოებრიობისა და ლიტვის ევრო კომისიის პრეზიდენტობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. აღნიშნული ღონისძიებას საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, "ქარვასლა"-მ უმასპინძლა. ოფიციალურ მიღებასთან ერთად გაიმართა ფოტოგამოფება "თაობების დიალოგი.ყოველდღიურობა".
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ლიტვის ელჩმა საქართველოში, იონას პასლაუსკასმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მიღებას ასევე ესწრებოდნენ ლიტვის სათვისტომოს წარმომადგენლები საქართველოში, საქართველოს პარლამენტის წევრები, ცნობილი ქართველოს და ლიტველი ფოტოხელოვანები.
ღონისძიება დიდი გამნოხმაურება მოჰყვა.
ფოტოგამოფენა "თაობების დიალოგი. ყოველდღიურობა" არის ლიტვის ყოველდღიური ცხოვრების ვიზუალური გადმოცემა.
გამოფენა ლიტვის ფოტოხელოვანთა გაერთიენების ვილნიუსის ფილიალის ორგანიზებით მოხდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ანტანას სუტკუს, ალგიმანტას კურჩის, ალექსანდრე მაციაუსკასის, რამუალ რასაუსკასის, რამუალდ პოჟერსკის, ვიტას ლუცკის, ალგირდას შეშკუს, არტურას ვილიაუგას, გინტარას ჩესონის, მინდაუგას კავალიაუსკასის, მინდაუგას აჟუშულის, დონატას სტატკევიჩიუსის ნამუშევრები.
გამოფენა 20 აგვისტომდე გაგრძელდება.

