ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს პროექტი ონში - ლიტვის კიდევ ერთი ნაკვალევი საქართველოს მთიან რეგიო
ა.წ. 18 ოქტომბერს ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი რაჭაში, ქალაქ ონში იმყოფებოდა, სადაც ქალაქის ახალგაზრდულ ცენტრში კომპიუტერული კლასი გახსნა. კომპიუტერული აღჭურვილობის შეძენა ლიტვის საელჩოსა და კომპანია „ACME Georgia“-ს დაფინანსებით მოხდა. ეს არ არის საელჩოს პირველი პროექტი, რომლითაც ხელი ეწყობა რეგიონში ახალგაზრების განვითარებას. ღონისძიებაში, რომელიც ქალაქის დღესასწაულ „ონობას“ დაემთხვა მონაწილეობას იღებნენ რაჭის მთავარი ქალაქების ხელმძღვანელები, და ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები. დღესასწაულზე ლიტვიდან ჩამოსულები იყვნენ ქ. ონთან დაძმობილებული ქალაქის, კაზლუ რუდას დელეგაციის წევრებიც.

