ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში კიდევ ერთი პროექტი დაასრულა
3 ნოემბერს ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს პროექტის „კომფლიქტურ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალთა უფლებების გაძლიერება: ახალგორის რაიონის მაგალითი“-ს დასკვინითი შეხვედრა გაიმართა. პროექტი ლიტვის რესპუბლიკის დაფინანსებით განხორციელდა. დასკვნით კონფერენციაში მონაწილეობა ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასმა მიიღო, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირთულეები, რომელთა წინაშეც ქალბატონები დგანან არის გლობალური და არ მოიცავს მხოლოდ საქართველოს რეგიონებს.
თერთმეტი ქალბატონი ახალგარიდან თბილისში სწორედ ამ შეხვედრისთვის ჩამოვიდა. დისკუსია ქალთა უფლებების გაძლიერებზე გაიმართა, ასევე იმ საშუალებებზე, რომელთა დახმარებითაც ქალბატონებმა თავიანთი უფლებების დაცვა შეძლებენ. პროექტის ორგანიზატორებმა ერთად შეკრიბეს ქართველი, ოსი და აფხაზი წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები.