*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვის საელჩომ ქართველ, აფხაზ, ოს და ლიტველ პოეტებს პოეტურ საღამოზე უმასპინძლა

23 მაისს ლიტვის საელჩოს ბაღში პოეზიის გაზაფხული 2015 -ის პოეტური საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლიტველმა, ოსმა, აფხაზმა და ქართველმა პოეტებმა.

ლექსები წაიკითხეს: ვიოლეტა შაბლონსკაიტემ, მინდაუგას ვალიუკასმა, ვიკტორას რუჯანსკასმა, რობერტ მესხმა, ნაირე ბაპიევიმ, მარიამ წიკლაურმა, გიორგი ლობაჟანიძემ და სხვებმა. ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ლიტვის საელჩოს აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისათვის და აღნიშნა, რომ ქართველებს, აფხაზებს, ოსებსა და ლიტველებს პოეზია,კულტურა და მეგობრობა აერთიანებს და არა კონფლიქტი.

ამ ღონისძიების მთავარი იდეა იმაშია, რომ მიუხედავად პოლიტიკური მოვლენებისა, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ერების ურთიერთობები უნდა იყოს ახლო და მუდამ განვითარების პროცესში.

პოეზიის გაზაფხულის ფესტივალი საქართველოში უკვე მეორეჯერ ტარდება. წელს პოეტები ქობულეთში, თელავსა და თბილისში იმყოფებოდნენ.