*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვის საელჩოში წიგნის „საქართველო: მოხეტიალის დღიურები“ პრეზენტაცია გაიმართა

23 ნოემბერს ლიტვის საელჩოს შენობაში მარიუს აბრომავიჩიუსის წიგნის „საქართველო: მოხეტიალის დღიურები“-ს პრეზენტაცია გაიმართა. 

ღონისძიებას საქართველოში მყოფი ლიტველი საზოგადოების წარმომადგენლები და წიგნის ქართველი გმირები ესწრებოდნენ.

ეს წიგნი საქართველოში ჩემი ხშირი ვიზიტების დროს დღიურის სახით დაიწერა. მასში ბევრი ფოტომასალაა და ის, როგორც კომიკურ, ასევე ყოველდღიურ ამბებს მოგვითხრობს, რაც ამ წიგნს დინამიურსა და ხალისიანს ხდის. ის არის იმ საქართველოს შესახებ, რომელიც მე მიყვარს და რომელსაც ვიცნობ,“-განაცხადა წიგნის ავტორმა.

ლიტვის ელჩი იონას პასლაუსკასი კმაყოფილი იყო ხელოვანთა ნამუშევრებითაც, სადაც ჩანდა საქართველო-ლიტვის ლამაზი მეგობრობის ნიუანსები.

საქართველოს დიპლომატების, პოლიტიკოსებისა და, ლიტველ ბიზნესმენებთან ერთად, ბიზნესის თვალითაც ვუყურებთ. ეს წიგნი სრულიად სხვა ქვეყანასთან გაცნობის საშუალებას გვაძლევს- ქვეყანასთან, რომელიც ხელოვანის მიერ არის აღმოჩენილი“,- აღნიშნა ლიტვის ელჩმა.