*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა საქართველოს ბულგარელ, ჩეხ, ლატვიელ და რუმინელ კოლეგებთ

17 სექტემბერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, აუდრონის აჟუბალისი  ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიისა და რუმინეთის პრემიერ მინისტრებთან ერთად ეწვევა საქართველოს, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.    მინისტრები საქართველოს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, ოპოზიციურ პარტიებსა და არა-სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

 

ამ შეხვედრებზე განიხილება მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც  2012 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. ეს არჩევნები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. მათი მონიტორინგი საერთაშორისო დამკვირვებლების რეკორდული რიცხვით იგეგმება. წინასწარი ინფორმაციით,  სხვადასხვა ორგანიზაციიდან დაახლოებით ორი ათასამდე დამკვირვებელი იქნება წარმოდგენილი. ლიტვაც, ასევე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ არჩევნებს და დამკვირვებლად 26 წარმომადგენელს გზავნის.

ვიზიტისას, ასევე, დაგეგმილია საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) სტუმრობა. ეს უკანასკნელი ითავსებს 2008 წლის კონფლიქტის შედეგების შერბილების პროცესის სტაბილიზირებას.

ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო