ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ლიტვა უკვდავყოფს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას“
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოგონების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აუდრონიუს აჟუბალისმა ყველას მოუწოდა გააგრძელონ წარმატებული ბრძოლა ანტი-სემიტიზმის, რასიზმისა და შეუწყნარებლობის სხვა გამოვლინებების წინააღმდეგ, მოიგონონ გენოციდს შეწირული ადამიანები, უფრო განავითარონ სწავლება ისტორიის ამ ტრაგიკული პერიოდის შესახებ და, ასევე, მხარი დაუჭირონ ებრაული კულტურის პროექტებს, რომელმაც ლიტვაში დიდი ხანია ფესვები გაიდგა.
„ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოგონების საერთაშორისო დღეს ჩვენ მილიონობით ებრაელსა და ნაციზმის სხვა მსხვერპლს მოვიგონიებთ. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ ფაქტს, რომ უნდა გავერთიანდეთ დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობისა თუ სიძულვილის ნებისმიერ გამოვლინებასთან ბრძოლაში. ჰოლოკოსტის მსხვერპლთათვის საუკეთესო პატივის მიგების გზა არის ყველანაირი ძალისხმევა, რომ მსგავსი ტრაგედია არასოდეს განმეორდეს, ადამიანური კეთილშობილების, ადამიანური უფლებებისა და თავისუფლების უზრუნველყოფა წარმომავლობის, სქესის, რასის, რელიგიისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად,“ განაცხადა აჟუბალისმა.
2011 წელი ლიტვის სეიმასის (პარლამენტის) მიერ ლიტვაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოხსენიების წლად გამოცხადდა. მთავრობამ დეტალური პროგრამა განახორციელა, რომლის დახმარებითაც ჰოლოკოსტს შეწირული ადამიანები, ლიტველი ანტინაცისტი მებრძოლები და ებრაელთა მხსნელები მოიგონეს, ასევე ამ პროგრამით მოხდა ლიტველი ებრაელების ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და უკვდავყოფა.
სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ლიტვის დიპლომატიურმა სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ლონდონში გამართულ საერთაშორისო აკადემიურ კონფერენციაში სახელწოდებით „არა მარტივი ამბები: ლიტვურ-ებრაული ურთიერთობები თანაარსებობისა და ძალადობის ფონზე“. ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი გამოფენები ისტორიკოსთა ამ შეხვედრების მანძილზე მიმდინარეობდა.
პრაღაში ლიტვის ეუთოში თავმჯდომარეობის წევრებმა თავის უცხოელ პარტნიორებთან ერთად ორგანიზება გაუკეთეს კონფერენციას „ანტისემიტიზმთან ბრძოლა საზოგადო მსჯელობისას“, რომლის დროსაც გაიხსნა გამოფენა „გუშინდელი ებრაული სამყარო, დღევანდელი იმედი“.
ჰოლოკოსტის მსხვერპლები ლიტვის საელჩოების წარმომადგენლებმა, ებრაელთა საზოგადოებებმა, არასამთავრობო ინსტიტუტებმა და მსოფლიო ლიტვურ-ებრაელმა დიასპორამ მოიგონა.
„ლიტვა უკვდავყოფს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას, კვლავ განაგრძობს ბრძოლას ანტისემიტიზმის წინააღმდეგ, ტოლერანტობისა და ურთერთპატივისცემის ხელშეწყობისთვის, “ აღნიშნა აჟუბალისმა.
2011 წლის ნოემბერში ვილნიუსში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ტოტალიტარიზმი და ტოლერანტობა. გამოწვევა თავისუფლებისთვის“. ღონისძიებაზე ოფიციალურმა პირებმა, დიპლომატებმა, აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლებმა, უმცირესობებისა და საჯარო დაწესებულებების წევრებმა, სამღვდელოებამ, ჟურნალისტებმა, ჰოლოკოსტის ისტორიისა და კვლევის სპეციალისტებმა აშშ-დან, ისრაელიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ლიტვიდან
ელ-ფოსტა [email protected]; საკონსულო საკითხები: consul.ge@mfa.lt
ვრცლად