ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ლიტვის მიერ ორგანიზებულ თარჯმანთა ტრეინინგის პროგრ
საქართველოში ლიტვის თანამშრომლობის განვითარების პროექტმა, რომელიც ხელს უწყობს ქალი თარჯმანების საქმიანობას, დიდი ინტერესი გამოიწვია. 14 სექტემბერს კავკასიის უნივერსიტეტში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი ტრეინინგ პროგრამის მონაწილეებს შეხვდა, რომლებიც მრავალი კანდიდატიდან შეირჩა.
„სასიამოვნოა, რომ ამ ტრეინინგ პროგრამამ ასეთი ყურადღება და ინტერესი გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობა და ლიტველი მასწავლებლების რჩევები ახალი იდეების დაბადებასა და მათ წარმატებულ განხორციელებას შეუწყობს ხელს,“ აღნიშნა მინისტრმა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლის დირექტორის მოადგილე ლაიმა ურბშიენე, ორი მასწავლებელი, კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია და სხვა პროფესორ-მასწავლებლები.
ტრეინინგ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ოცმა ქალბატონმა, რომლებიც კონკურსის წესით საქართველოს ცხრა რეგიონიდან შეირჩა. თითოეული მათგანი თავის საკუთარ ბიზნეს განვითარების სტრატეგიულ პროექტს ამზადებს. სამი საუკეთესო პროექტის ავტორინ ლიტვაში გაემგზავრება, სადაც ისინი მეტ გამოცდილებას შეიძენენ და ახალ კონტაქტებს დაამყარებენ.
1 ივნისს კი ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სკოლა ატარებს პროექტს სახელწოდებით „ქალები საქართველოში ევრო კავშირში ინტეგრაციის კონტექსტში“ (მე-2 ფაზა). პროექტი ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ თანამშრომლობის განვითარებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ფინანსირდება.
კონფერენციის ოფიციალური დახურვის ცერემონია 16 სექტემბერს გაიმართება.
