ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი არჩევნებზე საქართველოში
ლიტველი დამკვირვებლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში ჩატარებული არჩევნების წინასწარი შეფასების მიხედვით, თუ არ ჩავთვლით პოლიტიკურ დაძაბულობას, შეგვიძლია მტკიცედ განვაცხადოთ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა და იყო დემოკრატიული და ღია. არჩევნები პროფესიონალურად და დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით იყო ორგანიზებული. ამ არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ, როგორც წინ გადადგმულ ნაბიჯს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისკენ.
ქართველმა ამომრჩევლებმა სიმტკიცე გამოიჩინეს, როგორც სააჩევნო, ასევე დემოკრატიულ პროცესებში. საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ჩვენ ქართული საზოგადოების გამარჯვებად აღვიქვამთ.
არჩევნების გამჭირვალობა იმითაც იყო განპირობებული, რომ მათ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებელი ჰყავდა: ამ არჩევნებს თვალყურს ადევნებდა 61 სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის 290 დამკვირვებელი ეუთოდან და დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანთა უფლებების ცენტრიდან, 50 ადგილობრივი ორგანიზაცია და 24 დამკვირვებელი ლიტვიდან.
ამაჟამად, ყველაზე მთავარი ამომრჩევლის რწმენის დაფასება და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად ყველანაირი ძალისხმევის მოკრებაა. ლიტვა მზადაა განაგრძოს თანამშომლობა საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ლიდერებთან, განსაკუთრებით კი განაგრძოს საქართველოს დახმარება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.