ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში რეფორმების მდგრად განვითარებას მხარს
ამა წლის 13-14 დეკემბერს გამართულ ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი მიძღვნილ ლიტვა-საქართველოს კომისიის ყოველწლიურ სხდომაზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბ-ნმა ევალდას იგნატავიჩიუსმა გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოში რეფორმების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.
ევ. იგნატავიჩიუსი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დ. ჯალაღანიას და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას.
შეხვედრისას ჯალღანიამ მადლობა გადაუხადა ლიტვას საქართველოს ევრო-ინტეგრაციისკენ მისწრაფებების მუდმივი მხარდაჭერის გამო.
კომისიის სხდომაზე ყურადღება იმაზე გამახვილდა, რომ ევრო კავშირის რვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივმა წერილმა ევრო კომისიაში, რომლის ინიციატორიც ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი გახლდათ, ბიძგი მისცა გადაწყვეტილებას, რომ მომავალი წლიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოსთან დაიწყება მოლაპარაკებები და უვიზო რეჟიმზე დიალოგი.
“სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ქვეყნის მზადყოფნისა და ვიზის მიღების გამარტივების შეთანხმებების განხორციელების თანახმად მიიღება“, აღნიშნა ე. იგნატავიჩიუსმა.
მან მოუწოდა საქართველოს პასუხისმგებლობით მოემზადოს მოლაპარაკებებისთვის და შესაბამისად გაანაწილოს ადმინისტრაციული რესურსები.
შეხვედრაზე მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და ყურადღება გაამახვილეს საქართველოში ლიტვის ინვესტიციების უსაფრთხოების საკითხებზე.
ოთხმა სამუშაო ჯგუფმა ლიტვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსტროებიდან თბილისში შეხვედრისას განიხილა თანამშრომლობის, უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროკავშირში ინტეგრაციისა და ორმხრივი ურთიერთობების დეტალები. ასევე, ისაუბრეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების 2012 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ.
უსაფრთხოების პოლიტიკაზე საუბრისას მონაწილეებმა განიხილეს საგარეო საქმეთა მინისტრების ნატოს შეხვედრის შედეგები, რომელიც გასულ კვირას ბრუსელში გაიმართა. აღინიშნა, რომ ამ შეხვედრის უწყებამ ნათლად განიხილა საქართველო ნატოში გაწევრიანების სხვა მსურველ ქვეყნებთან ერთად.
ამ მხრივ საქართველომ უნდა ითანამშრომლოს ასეთ ქვეყნებთან და გაუზიაროს მათ თავისი გამოცდილება.
13-14 დეკემბერს თბილისში 2012 წლის საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამასთან დაკავშირებით ექსპერტთა სემინარი მოეწყო. ეს დოკუმენტი არის მთავარი დოკუმენტი საქართველოსა და ალიანსს შორის თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ნატო-საქართველოს საბჭოში განიხილება.
სემინარის ორგანიზატორი ლიტვის საელჩოა, რომელიც საქართველოში, ამჟამად, ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოს ფუნქცებს ასრულებს.