*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვის საგარეო საქმეთა ვიცემინისტრი ანდიუს კრივასი ბათუმში შეხვედრებს განაგრძობს

10 ივლისს ლიტვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი და ლიტვის საგარეო საქმეთა ვიცემინისტრი ანდრიუს კრივასი, ბათუმში საქართველოს პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვიქტორ დოლიძეს შეხვდნენ. ვიცე-მინისტრმა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მიულოცა და ლიტვის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატა. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესებს, ასევე შესაძლო სიძნელეებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე მოქალაქეთა ინფორმირებულობას, ასევე რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას დაეთმო.