*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვის საზღვრის ყველაზე ხშირ დამრღვეველთა შორის რუსები და ქართველები არიან

ლიტვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის მონაცემების მიხედვით, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები იმ უცხოელთა რიცხვში მოხვდნენ, ვინც გასულ წელს ლიტვის საზღვარს ყველაზე ხშირად არღვევდა.   2010 წელს ამ სამსახურის წარმომადგენლებმა საზღვრის  უკანონო გადაკვეთისთვის  53 რუსი, 51 ქართველი და 20 ბელორუსი მოქალაქე დააპატიმრეს.

ასევე, დაკავებულ იქნა 19 სომეხი, 8 ვიეტნამელი, 6 გერმანელი, 7 ავღანელი და 5 მოლდოველი მოქალაქე, იტყობინება ლიტვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური.

 

თუმცა, გასულ წელს საზღვრის ყველაზე ხშირი დამრღვევები თავად ლიტვის მოქალაქეები იყვნენ- დაპატიმრებული 301 ადამიანიდან მათი რიცხვი 115- შეადგენდა.

 

უკანონო გადაკვეთის მცდელობების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბელორუსიასა (145) და რუსეთთან (119) საზღვრებზე დაფიქსირდა.

 

2009 წელს ლიტველმა მესაზღვრეებმა  საზღვრის 299 უკანონო დამრღვევი დააკავეს.

 

ლიტვის სისხლს სამართლის კოდექსის თანახმად, პიროვნება, რომელიც   საზღვრის უკანონო გადაკვეთას ეცდება, ექვემდებარება დაჯარიმებას, დროებით დაკავებას ან 2 წლიან პატიმრობას.

 

წყარო: BNS, delfi.lt