*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვის სეიმის საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის დელეგაციის ვიზიტი თბილისში

22-23 სექტემბერს თბილისს ლიტვის სეიმის საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის დელეგაცია ეწვია (ზ. ჟვიკიენე, ი. ვაიცკიენე, მ. ადომენასი). ინტენსიური და საკმაოდ ვრცელი სამუშაო პროგრამის ფარგლებში ლიტვის სეიმის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო კომიტეტის, ევროპული ინტეგრაციის და რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეებს, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შეხვდნენ. შეხვედრისას განხილული იქნა რიგი ძალიან ვრცელი საკითხებისა. შეხვედრის გარემომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიტვისა და საქართველოს ურთიერთობების სიმტკიცე.