ლიტვის სტანდარტიზაციის საბჭოსა და გერმანელების ინიციატივით საქართველოში თვინინგ პროექტი გან
დღეს გერმანიის ინფორმაციის კვლევისა და გადამოწმების ფედერალურმა ინსტიტუტმა (BAM), გერმანიის სამეცნიერო-ტექნიკურმა ფედერალურმა სამსახურმა (PTB) და ლიტვის სტანდარტიზაციის საბჭომ (LST) ევრო კავშირის დაფინანსებით წამოიწყეს თვინინგ პროექტი სახელწოდებით„მეტროლოგიისა და ინფრასტრუქტურის სტანდარტიზაციის გაძლიერება ევრო კავშირში საუკეთესო მაგალითზე დაყრდნობით“.
ეს არის ევრო კავშირის პირველი თვინინგ პროექტი, რომელიც ლიტვის სტანდარტიზაციის საბჭომ მოიპოვა.
პროექტის პრეზენტაცია 2-4 ნოემბერს თბილისში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ლიტვის სტანდარტიზაციის საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ბრუნონას ჟიჩკუსი, გერმანული ინსტიტუტებისა და საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური დარეგულირებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები (GEOSTM).
2 ნოემბერს გამართულ პრეს კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ბ-ნმა ირაკლი მატკავამ და საქართველოში ევრო კავშირის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილემ, ბ-ნმა ბორის იაროჩევიტჩმა.
დამსწრე საზოგადოება პროექტის საქმიანობასა და მის მიზნებს გაეცნო.
წყარო: ლიტვის სტანდარტიზაციის საბჭო