*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას აქცენტი ევრო კომისიის პრეზიდენტობისა და საქართველოს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი 3 ივლისს ვილნიუსში საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას შეხვდა.მინისტრებმა ლიტვის ევრო საბჭოს პრეზიდენტობის საკითხები, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა და მასში საქართველოს მონაწილეობა განიხილეს, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები და მიღწეული შედეგები შეაჯამეს.   შეხვედრისას ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა ლიტვის პრეზიდენტობის პრიორიტეტები და განაცხადა, რომ ევრო საბჭოს აღმოსავლეთ ქვეყნების პარტნიორობა და სამეზობლო გაფართოება არის  ლიტვის პრეზიდენტობის ერთი-ერთი უმთავრესი ამოცანა.  ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა და განაცხადა, რომ  საქართველო არის ევრო საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ლიდერი.  უსაფრთხოების საკითხებში მინისტრებმა განიხილეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მზადყოფნა. ლ. ლინკევიჩიუსმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ISAF - ის მისიაში შეტანილ წვლილზე.  საუბრის დროს ლ. ლინკევიჩიუსმა გამოხატა შეშფოთება შესაძლო პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და სახელიდუფლებოო შტოებს შორის რთული ურთიერთდამოკიდებულის გამო. მინისტრმა ხაზი გაუსვა სამართლის უზენაესობის პროინციპს. მინისტრმა სტუმარი დაარწმუნა იმაში, რომ ლიტვა რჩება საქართველოს აქტიური მხარდამჭერი, თუმცა ამასთანავე აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციული პროცესები უნდა იყოს დამყარებული საერთო დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემაზე.  თავდაცვის მინისტრის იუოზას ოლენკოს მიერ ლიტვაში მიწვეული საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ასევე შეხვდა სეიმის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის კომიტეტრის თავმჯდომარეს არტურას პაულაუსკასს. იგი ასევე ეწვია ლიტვის სამხედრო აკადემიას და  ვილნუიუსში არსებული ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების კომპეტენციის ცენტრს.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი 3 ივლისს ვილნიუსში საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას შეხვდა.მინისტრებმა ლიტვის ევრო საბჭოს პრეზიდენტობის საკითხები, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა და მასში საქართველოს მონაწილეობა განიხილეს, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები და მიღწეული შედეგები შეაჯამეს.

 

შეხვედრისას ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა ლიტვის პრეზიდენტობის პრიორიტეტები და განაცხადა, რომ ევრო საბჭოს აღმოსავლეთ ქვეყნების პარტნიორობა და სამეზობლო გაფართოება არის  ლიტვის პრეზიდენტობის ერთი-ერთი უმთავრესი ამოცანა.

 ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა და განაცხადა, რომ  საქართველო არის ევრო საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ლიდერი.

 უსაფრთხოების საკითხებში მინისტრებმა განიხილეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მზადყოფნა. ლ. ლინკევიჩიუსმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ISAF - ის მისიაში შეტანილ წვლილზე.

 საუბრის დროს ლ. ლინკევიჩიუსმა გამოხატა შეშფოთება შესაძლო პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და სახელიდუფლებოო შტოებს შორის რთული ურთიერთდამოკიდებულის გამო. მინისტრმა ხაზი გაუსვა სამართლის უზენაესობის პროინციპს. მინისტრმა სტუმარი დაარწმუნა იმაში, რომ ლიტვა რჩება საქართველოს აქტიური მხარდამჭერი, თუმცა ამასთანავე აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციული პროცესები უნდა იყოს დამყარებული საერთო დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემაზე.

 თავდაცვის მინისტრის იუოზას ოლენკოს მიერ ლიტვაში მიწვეული საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ასევე შეხვდა სეიმის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის კომიტეტრის თავმჯდომარეს არტურას პაულაუსკასს. იგი ასევე ეწვია ლიტვის სამხედრო აკადემიას და  ვილნუიუსში არსებული ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების კომპეტენციის ცენტრს.