ლიტვის უძველესი სასოფლო ჰოსპიტალი 200 წლის იუბილეს აღნიშნავს
ლიტვაში ყველაზე ძველი სასოფლო ჰოსპიტალი - პასვალისის რაიონის იონიშკელის საავადმყოფო- თავის 200 წლის იუბილეს აღნიშნავს. 200 წლის წინ ადგილობრივი წარჩინებული ოჯახის მიერ დაარსებული საავადმყოფო ექიმ იონას ლეონას პეტკევიჩიუსის სახელს ატარებს. ეს უკანასკნელი აქ თავის ქალიშვილთან, ცნობილ ლიტველ მწერალთან გაბრიელე პეტკევიჩაიტე- ბიტესთან ერთად მუშაობდა.
წლების მანძილზე იონიშკელის საავადმყოფოს ვილნიუსის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი ხელმძღვანელობდა.
„აქ სამუშაოდ საუკეთესო ექიმები იყვნენ მოწვეულნი. ისინი აკეთებდნენ ყველაფერს, რისი შესაძლებლობაც იმდროინდელ ლიტვაში იყო“,- აღნიშნავს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი ზიტა აუშრელე კუჩინსკიენე.
სამი წლის წინ ჰოსპიტალს დახურვის საშიშროება დაემუქრა, თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლების პროტესტის წყალობით ის დახურვას გადაურჩა.
„იონიშკელის საზოგადოება წინ აღუდგა ადგილობრივი საავადმყოფოს დახურვას და მის გადასარჩენად დაახლოებით ათასი ხელმოწერა შეაგროვა. ჭეშმარიტებამ იზეიმა,“- იხსენებს იონიშკელის ყოფილი მკვიდრი რომასის ვაიტიეკუნასი.
საბოოლოოდ, იონიშკელის ჰოსპიტალი პასვალისის რაიონულ საავადმყოფოს შეუერთეს და მნიშვენლოვნად შეაკეთეს. დღესდღეისობით ის დღის ცენტრს და ასევე, პალიატიური ზრუნვისა და საბავშვო განყოფილებებს განაგებს. საავადმყოფოს 26 პაციენტამდე მიღება შეუძლია.
lrt.lt