ლიტვური ექსპორტი საქართველოში 2010 წელს გაორმაგდა
ლიტვის სტატისტიკური ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ლიტვის ექსპორტი საქართველოში გასულ წელს გაორმაგდა და ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. 2010 წელს ლიტვური საქონლის ექსპორტი საქართველოში 91.5%-ით გაიზარდა და მისმა საერთო ღირებულებამ 62.8 მილიონი ლიტვური ლიტი (18.2 მილიონი ევრო) შეადგინა.
სიას სათავეში 11.8 მილიონი ლიტვური ლიტის ოდენობის საერთო ღირებულებით საგერბო მარკებისა და ეტიკეტების ექსპორტი ჩაუდგა, მას მოსდევს მონაცემთა ავტომატური დამუშავების მოწყობილობები (6.3 მილიონი ლიტვური ლიტი), მონიტორები და პროჟექტორები (4.9 მილიონი ლიტვური ლიტი), რძისა და ნაღების პროდუქტები (4.5 მილიონი ლიტვური ლიტი).
საერთო ჯამში, ექსპორტმა დანარჩენ 14 კატეგორიაში 1 მილიონ ლიტვური ლიტზე მეტი შეადგინა. საქართველოში ლიტვური ექსპორტის დეტალური ამონაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ამავდროულად, გასულ წელს ლიტვურმა იმპორტმა საქართველოდან 1/5-ით მოიმატა და 23.4 მილიონი ლიტვური ლიტი შეადგინა. ეს მაჩვენებელიც 20 წლის მანძილზე ყველაზე დიდია.
ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობის მიხედვით, ლიტვის სავაჭრო ურთიერთობა საქართველოსთან ყოფილ პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყველაზე მეტადაა დაბალანსებული.
ლიტვური ეროვნული ვალუტის ლიტის კურსი ევროსთან მიმართებაში შეადგენს: 3,4528 ევრო 1-ლიტთან.
წყარო: ლიტვის სტატისტიკის ცენტრი, ლიტვის საელჩო