ლიტვური ენის ცენტრი საქართველოში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიტვური ენის ცენტრის გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ინიციატორი ლიტვის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროა, რომელმაც ცენტრის გახსნა დააფინანსა კიდეც. ლიტვური ენის ლექციებს აქ ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერების უნივერსიტეტის პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი ჩაატარებს.
საქართველოში ლიტვის ელჩი იონას პასლაუსკასი მიესალმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორებს. ელჩი მოხარული იყო ამდენი ახალგაზდას ხილვით, რომლებიც ერთ-ერთი უძველესი ინდო-ევოპული ენის შესწავლით იყვნენ დაინტერესებულნი. ბ-ნმა პასლაუსკასმა, ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ ლიტვური ენის ცოდნა გააფართოვებს სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობებს.
„როდესაც საქართველო ევროკავშირს შემოუერთდება, ახალგაზრდა სპეციალისტებს საქართველოდან თავიანთი უნარების გამოყენება დასაქმების ბაზარზე შეეძლებათ. ევროკავშირის დამატებითი ოფიციალური ენების ცოდნა უფრო მეტ შესაძლებლობას შექმნის. მოდით ერთ-ერთი ამ ენათაგანი ლიტვური იყოს,“- განაცხადა ელჩმა.
პროფესორ კავალიაუსკასის თქმით, ლიტვური ენის ცენტრი ღია სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იქნება. პროფესორზე შთაბეჭდილება მოახდინა სტუდენტების დიდმა დაინტერესებამ ლიტვური ენით, რაც მომავალ წელს ბალტიის ცენტრის გახსნის კარგი მიზეზი შეიძლება გახდეს.
ამჟამად, ლიტვური ენის შემსწავლელ კურსებს 57 სტუდენტი ესწრება. ხუთ საუკეთესო სტუდენტს კი შესაძლებლობა ექნება მომავალ წელს ლიტვაში ლიტვური ენის საზაფხულო კურსებზე გაემგზავროს.
