ლიტვური პურის პრეზენტაცია
პარასკევს 12 საათზე ლიტვის საელჩო საქართველოში აწყობს ლიტვური ჭვავის პურის პრეზენტაციას. ლიტვას გააჩნია შავი ჭვავის პურის გამოცხობის უძველესი ტრადიციები. ასეთი პური მზადდება ჩვეულებრივი ჭვავის ფქვილისგან, კონსერვანტებისა და საღებავების გარეშე. ეს არის ნატურალური პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს ჯანსაღ საკვებს. ლიტვური შავი პური აღიარებულია მთელს მსოფლიოში. თბილისში კი მუშაობს პურის საცხობი, რომელიც აცხობს პურს ტრადიციული ლიტვური რეცეპტების მიხედვით.
პრეზენტაციის დროს საელჩოს სტუმრებს ექნებათ საშუალება დაიგემოვნონ ლიტვური პური, გაეცნონ მისი მომზადების ტრადიციებს და შეხვდნენ პურის მცხობელ ოსტატს ლიტვიდან.
ღონისძიება ჩატარდება ლიტვის საელჩოს შენობაში, მისამართი თ. აბულაძის 25, ვაკე, ტელ: 91 29 33.