"ლიტვური თვე" თბილისში
ლიტვის კინო ცენტრი და ტელეარხი EUROCHANNEL-ი წარმოგიდგენთ საერთო პროექტს - ლიტვური თვე.
პროექტის მიზანია ლიტვური კულტურის აუდიოვიზუალური ხელოვნების წარმოდგენა ინოვაციური ლიტვური ფილმების საშუალებითა და ორიგინალური მუსიკალური სექტორით.
პირველად EUROCHANNEL-ის ტელეარხით, 2015 წლის ნოემბრის თვეში წარმოდგენილი იქნება ლიტვური ავტორების მიერ შექმნილი კინო და მუსიკალური ნამუშევრები.
ლიტვის საელჩო საქართველოში, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ქართულ პუბლიკას წარმოუდგენს ნიჭიერი ლიტველი რეჟისორის, გიედრე ჟიცკიტეს დოკუმენტურ ფილმს "როგორ ვთამაშობდით რევოლიუციას". დასწრება უფასოა. შემოგვიერთდით!