მინისტრის მოადგილემ მ. ადომენასმა ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და ყოფილი პრეზიდენტის, მ.სააკაშვილის მდგომარეობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
19 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანტას ადომენასი შეხვდა საერთაშორისო გამჭვირვალობის საქართველოს ფილიალის დირექტორს ეკა გიგაურს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) დირექტორს ნინო დოლიძეს და საქართველოს ომბუდსმენის მოადგილეს გიორგი ბურჯანაძეს.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული ვითარება მუნიციპალური არჩევნების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდაზე, კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და პატიმრობის პირობებს. „საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის მდგომარეობას და ახლა არის კრიტიკული მომენტი შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად. ვიმედოვნებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებით ზომებთან დაკავშირებით და საქართველოს ომბუდსმენის რეკომენდაციები მის მიმართ იქნება განხორციელებული“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ მ. ადომენასმა.
ვიცე მინისტრი და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ მიმდინარე დიალოგი.