*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ნატოს კუთხის გახსნა ქუთაისში

  ოთხშაბათს ქუთაისში, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში, ნატოს კუთხე გაიხსნა. ის კერძო ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ განთავსდა.   გახსნის ცერემონიის შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე „ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე“, სადაც ძირითადი სიტყვით ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი გამოვიდა.

ელჩმა ზოგადად მიმოიხილა ლიტვის ნატოში ინტეგრაციის პროცესი, გაწევრიანების პირველ წლებში მიღებული გამოცდილება შეაჯამა და  დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

 

პარტნიორების შეფასება არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ; არა ნაკლებ საყურადღებოა დემოკრატიული რეფორმების გზაზე მტკიცე სვლა და ჩამოყალიბებული, სტაბილური დემოკრატიისკენ სწრაფვა. ევრო-ატლანტიკის სტრუქტურებში ინტეგრაცია ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაა,“ აღნიშნა ელჩმა პასლაუსკასმა.

 

ნატოს კუთხე ქუთაისში უკვე რიგით მეორეა, რაც ამ კვირაში საქართველოში გაიხსნა. 7 მარტს ნატოს კუთხე  ერგნეთში, ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული  საზღვრიდან სულ რაღაც 500 მეტრში გაიხსნა.

 

ამ წლის დასაწყისიდან ლიტვის საელჩო საქართველოში ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოს ფუნქციას ასრულებს. მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ნატოს მიზნებისა და საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.

 

ლიტვის საელჩო თბილისში ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოს როლს 2012 წლის ბოლომდე შეითავსებს.

 

წყარო: ლიტვის საელჩო