*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ნატოს სემინარი მერიის წარმომადგენლებისთვის

21-22 ივნისს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ ნატოს სემინარს, რომელიც თბილისში ტარდებოდა. სემინარის ორგანიზატორები იყვნენ ლიტვის რესპუბლიკის საელჩო, რომელიც საქართველოში ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოს ფუნქციას ასრულებს, ასევე ნატოს დამაკავშირებელი განყოფილებისა და გეოპოლიტიკური მეცნიერებების საერთაშორისო ცენტრის მიერ. სემინარზე სიტყვით გამოვიდნენ იონას პასლაუსკასი (ლიტვის ელჩი საქართველოში), ლინას ლიკევიჩიუსი (ლიტვის პრემიერ მინისტრის მრჩეველი) და ჯეიმს მაქკეი (ნატოს შტაბბინის წარმომადგენელი).

 

ლინას ლიკევიჩიუსმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ის გამოცდილება, რაც ლიტვამ  ალიანსში გაწევრიანების შემდეგ მიიღო და მიანიშნა ზოგიერთ თავისებურებებზე ბრუსელში გაწეული სამუშაოსთვის. სემინარის მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს ნატოს სამიტის შედეგები ჩიკაგოში.

ელჩმა იონას პასლაუსკასმა ისაუბრა საქართველოში ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოს საქმიანობაზე, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ორგანიზებულ ღონისძიებებზეა მიმართული.

სემინარის მონაწილეებს გააცნეს ნატოს მთავარი ინსტიტუტები, ამ ორგანიზაციის მიზნები და მეთოდები. მათ, ასევე, შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ მეტი ინფორმაცია ნატოს მიერ დაფინანსებული პროექტების მომზადებასთან დაკავშირებით.

ლიტვის რესპუბლიკის საელჩო