ნორვეგიული კრონის პოპულარობის გაზრდა ლიტველი ემიგრაციისთვის ახალი სამიზნე ქვეყნის მაჩვენებ
SEB ბანკის კვლევების მიხედვით, ნორვეგიული კრონი ლიტვაში სამ წამყვან უცხოურ ვალუტაში ერთ-ერთ ადგილს იკავებს. ამა წლის ივლისი-ნოემბერის მონაცემებით, ნორვეგიული კრონის ყიდვა-გაყიდვები ბანკის სხვადასხვა ფილიალში ლიტვის მაშტაბით მთლიანი სავალუტო ვაჭრობის დაახლოებით 12%-ს ითვლიდა, ამავდროულად ლიტვურ ლიტაში კონვერტირებული ნორვეგიული კრონის საშუალო რაოდენობა ყველაზე დიდი იყო.
მთლიანი სავალუტო ვაჭრობის 50%-ს პოპულარობით პირველი, ევრო იკავებს. მას 18%-ით ამერიკული დოლარი მოსდევს, ხოლო ბრიტანული ფუნტი 6%-ით მხოლოდ მე-4 ადგილზეა.
ბანკის ვალუტის გადაცვლის პუნქტებში ნორვეგიული კრონის გადახურდავების საშუალო რაოდენობამ დაახლოებით 14,000 ლიტვური ლიტა შეადგინა. სხვა სკანდინავურმა ვალუტამ, როგორიცაა დანიური კრონი და შვედური კრონა, 6,000 ლიტვური ლიტა, ხოლო ბრიტანულმა ფუნტმა - 2,000 ლიტვური ლიტა შეადგინა.
ექპერტების განცხადებით, ყველაზე გასაოცარი ფაქტი ისაა, რომ ბრიტანულ ფუნტზე აქტიურად ნორვეგიულმა კრონმა ივაჭრა. დიდ ბრიტანეთში მცხოვრები და მომუშავე ლიტველთა საერთო რაოდენობა 200 ათასს შეადგენს, მაშინ როცა ნორვეგიაში დღემდე ეს რიცხვი მხოლოდ 20 ათასს აღწევდა.
ნორვეგიული კრონის პოპულარობის გაზრდა მეტყველებს იმაზე, რომ ლიტველი ემიგრანტებისთვის ნორვეგია სასურველი დანიშნულების ადგილი გახდა, ირწმუნებიან ექსპერტები.
1991-2006 წლებში ლიტვიდან სხვადასხვა ქვეყანაში, უხეშად რომ ვთქვათ, 400 ათასი ადამიანი იქნა ემიგრირებული. მხოლოდ 2010 წელს კი ქვეყანა 74 ათასმა დატოვა.
ლიტვის მოსახლეობის აღწერა 2011 წლისთვისაა დაგეგმილი.
წყარო: delfi.lt